“ქართული ოცნების” რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე, ოფიციალურ გვერდზე პოსტს აქვეყნებს და რუსთაველებს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობას უხდის.
Tv4 პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“მადლობა ყველას, ვინც ნდობა გამომიცხადა.
„ქართული ოცნების“ სახელით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და დიდი პატივი.
საოცრად თბილი დახვედრა მომიწყვეს მეგობრებმა მშობლიურ რუსთავში.
მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელების წუთიდან ვგრძნობ რუსთაველების თანადგომას. ეს უდიდეს ძალას მაძლევს.
გარკვეული დროის განმავლობაში რუსთავში არ ვცხოვრობდი, მაგრამ ერთი წამითაც არ გამიწყვეტია კონტაქტი მშობლიურ ქალაქთან.
პირიქით, ამ ხნის განმავლობაში შევიძინე ცოდნა და გამოცდილება თვითმმართველობის სფეროში, რომელსაც რუსთავის საარჩევნო ოლქის განვითარებას მოვახმარ.
მე დავიბადე და გავიზარდე რუსთავში.
ზუსტად ვიცი, რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი რუსთავი.
ჩემთვის ეს არის უნიკალური შანსი, რომ მაქსიმუმი გავაკეთო რუსთაველებისათვის და იმ ათი სოფლის მცხოვრებთათვის, რომლებიც რუსთავის ოლქის ამომრჩევლები არიან.
ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად, რუსთავის წარმატებისთვის.
ერთად, საქართველოს წარმატებისთვის!”-წერს კანდიდატი სოციალურ ქსელში.