35 წლის მამაკაცი გუშინ, გვიან ღამით დაჭრეს. შემთხვევა ქობულეთში, დაახლოებით ორ საათზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. ექიმების ცნობით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის კლინიკიდან უკვე გაწერეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.