მამაკაცს,რომელმაც ქალის დაწვა სცადა, პატიმრობა შეუფარდეს

მამაკცს, რომელმაც ქალის დაწვა სცადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი. 

პროკურორის განცხადებით, ბრალდებული  მისამართზე , თავდაპირველად გაიყვანა ქალი სახლიდან, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და წინასწარ შეძენილი ბენზინით  მისი მკვლელობა სცადა.

ადვოკატის განცხადებით,  დაკავებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალს არ აღიარებს.  ბრალდებულის თქმით, ბენზინი ავტომანქანისთვის შეიძინა და მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია. იგი არ აღიარებს არც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებას.

თბილისში კაცმა ქალის დაწვა 30 ივნისს სცადა. დაზარალებული ახლა დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია. ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ქალს საკმაოდ სერიოზული დაზიანებები აქვს და ქვემო კიდურები აქვს დამწვარი.