მუხრანში მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 ივლისს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მამასა და ბაბუას ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ორივე დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 ივლისს, მუხრანში დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.