მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის თემის სოფელ იდლიანის სიახლოვეს, მთის ფერდობზე ხანძარია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის ადგილზე უკვე გავიდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები როგორც მესტიიდან, ასევე ზუგდიდიდან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ტერიტორია, სადაც ხანძარია, ტრანსპორტისთვის მიუვალია და ადგილზე მეხანძრე-მაშველები ტექნიკის გარეშე იმუშავებენ.