მე-7 მიკრორაიონში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა(+ვიდეო)

 

რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში ,საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული.

ადგილობრივების ვარაუდით, ხანძარი  მაღალმა ძაბვამ გამოიწვია. 

ავარიულ დაზიანებასთან დაკავშირებით, Tv4 “ენერგო პრო ჯორჯიას” დაუკავშირდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მე-7 მიკრორაიონში, ერთ-ერთ ტრანსფორმატორზე ავარიული დაზიანება მოხდა, რამაც ძაბვის ცვალებადობა გამოიწვია. ძაბვის ცვალებადობის დროს რამდენიმე კორპუსში მაღალი ძაბვა დაფიქსირდა, შედეგად მოსახლეობის ნაწილს საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაეწვა. 

კომპანიაში, ამ ეტაპზე ვერ საუბრობენ,  კონკრეტულად რომელ კორპუსებს მიადგა ზარალი.

როგორც “ენერგო პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, ზარალს კომპანია სრულად აანაზღაურებს.

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში Tv4-ს განუცხადეს,  ხანძრის შედეგად , საცხოვრებელი ბინის ერთი ოთახი დაიწვა . 

შეგახსენებთ, მე-7 მიკრორაიონში მაღალი ძაბვის გამო, მოსახლეობას ტექნიკა რამდენიმე დღის წინაც დაეწვა.