გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტი მთავრობის სხდომაზე მოიწონეს.
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის მიზანი გარემოზე ზიანის მიყენების პრევენციისა და შერბილების სამართლებრივი რეგულირებაა.
კანონპროექტი მეწარმე-სუბიეტქებისთვის განსაზღვრულ პასუხისმგებლობებსა და მათთვის გათვალისწინებულ სანქციებს მოიცავს. გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ახალი პაკეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარადგინა.
“იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც მიიღო საქართველოს მთვარობამ დღევანდელ სხდომაზე, ჩვენ გვქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი წარმოდგენილი. ეს არის პირველ რიგში ახალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის საკითხი მეწარმე-სუბიეტქებისთვის, რომელიც ფაქტობრივად ახლებურად განსაზღვრავს გარემოსდაცვით პასუხისმგებლობის საკითხებს.
იმდაგვარად, როგორც ეს ევროპაშია დარეგულირებული. ეს ითვალისწინებს პრინციპს, რომ დამბინძურებელი იხდის და შესაბამისად ის ბიზნეს-სუბიექტები, რომლებიც შეიძლება, გავლენას ახდენდნენ გარემოზე, პოტენციურად აბინძურებენ გარემოს, უნდა ფლობდნენ ფინანსურ გარანტიებს, რომ ასეთი ზიანის წარმოქმნიოს შემთხვევაში მოხდეს გამოსასწორებელი ღონისძიებების ადეკვატურად დაფინანსება. ასევე გათვალისწინებულია გარემოსდაცვითი პროგრამა, რომელშიც აკუმულირდება თანხები და საშუალებას მოგვცემს ისტორიული ზიანის აღმოფხვრის დაფინანსების საშუალებას.
გათვალისწინებულია როგორ უნდა იმართოს გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმები და ვინ იქნებიან მონაწილე სუბიექტები ეს არის – გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი და გარემოს ეროვნული სააგენტო. მთვარი არის, რომ ჩვენ არ ვართ ორიენტირებული, რომ მონეტარული იყოს პასუხისმგებლობა, არამედ ჩვენი მიზანია პირვამდელი ფორმით მოხდეს ბუნების ზიანის აღდგენ ა”მონეტარულიდან ჩვენ მივდივართ ბუნების აღდგენის ღონისძიებებისკენ და ეს არის მნიშვნელოვანი და ასეთი პასუხისმგებლობა განესაზღვრებათ იმ ბიზნეს-ოპერატორებს, რომლებმაც ზემოქმედება მოახდინონ გარემოზე”,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისივე განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები სანქციების კუთხითაც შევიდა.
“ჩვენ გვესმოდა და გვესმის მოსახლეობის, რომელიც ითხოვს დაჯარიმებას ისეთი ბიზნეს-ოპერატორების, რომლებიც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას ახდენენ და ახდენენ არაერთგზის და არაერთჯერადად და ასევე, მათი მხრიდან ემისიები რამდენჯერმე ნორმას აღემატება. ჩვენ შემაკავებელი ეფექტის სანქციები შემოვიტანეთ და ხშირ შემთხვევაში ეს თანხები არის საკმაოდ დიდი – 10 000 , 15 000 და 50 000 ლარამდეც განმეორებადობის მიხედვით და ასევე იმის გათვალისწინებით თუ რამდენად დიდია გადაჭარბები დაშვებულ ზღვრულ ნორმებთან შედარებით. ასევე თვითმონიტორინგის სისტემების არსებობა ასეთი დიდი ბიზნეს საქმიანობებისთვის, რომლებიც ჰაერში დიდი ემისიების წყაროებია.”,-აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
დავითაშვილის განცხადებით, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონთან ერთად წარდგენილ ახალ პაკეტს პარლამენტი სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე მიიღებს.