წყალტუბოში შენობის ლიფტის შახტში მოზარდი ჩავარდა და გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის გოგო შენობაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.