მოქმედ და ყოფილ სამხედროებს საკუთრებაში ბინები გადაეცემათ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
“თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მისი უწყებრივი ბინები, დღეს თავდაცვის სამინისტროში მომსახურე სამხედროებს, ასევე ყოფილ სამხედროებს საკუთრებაში გადასცეს. საკითხი კომისიური წესით იქნება განხილული. ეს, რა თქმა უნდა, ადრეც გასაკეთებელი იყო, თუმცა, გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.