მტკვარში მეორე დღეა დაკარგულ ქალს ეძებენ

 მცხეთაში მეორე დღეა,მდინარე მტკვარში დაკარგული ქალის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებისთვის სპეციალური შტაბია შექმნილი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის  115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.