მცხეთის ავტობანზე ტრაილერი გადაბრუნდა

მცხეთის ავტობანზე ტრაილერი გადაბრუნდა, – შს სამინისტროს ინფორმაციით მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა, რის შემდეგაც ამოტრიალდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მძღოლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, 250 ლარით დაჯარიმდა.

ფაქტის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში ქეთი ქებაძე ავრცელებს.