მცხეთის ავტობანზე ტრაილერი გადაბრუნდა, – შს სამინისტროს ინფორმაციით მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა, რის შემდეგაც ამოტრიალდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მძღოლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, 250 ლარით დაჯარიმდა.
ფაქტის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში ქეთი ქებაძე ავრცელებს.