“ნაციონალურმა მოძრაობამ” რუსთავში ერთ-ერთ საწარმოსთან ბრიფინგი გამართა

“ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის ოფისის წევრებმა ქალაქში, “ჰაიდელბერგ-ცემენტის” საწარმოსთან ბრიფინგი გამართეს. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, ისინი ქარხნის მიერ ,რუსთავში ჰაერის დაბინძურებას აპროტესტებენ.

 ,,გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, რუსთავში 365 დღიდან 320 დღე ჰაერი დაბინძურებულია, რაც საფრთხეს უქმნის თითოეული რუსთაველის ჯანმრთელობას.

ყველაზე მთავარი არის მტვრის ის ნაწილაკები, რომელიც წარმოიქმნება ამ ქარხნის შედეგად, რომელიც ყოველდღე გვწამლავს თითოეულ ჩვენთაგანს. ეს საწარმო 2017 წლიდან არის ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში და სწორედ ამიტომ, ვერავინ ვერ უბედავს და უთითებს მათ, რომ დაიცვან ელემენტარული ნორმები და აღარ დაავადნენ ადამიანები.

სწორედ ამას ვაპროტესტებთ და თითოეულ რუსთაველს ვარწმუნებთ, ჩვენთვის არ არსებობს ავტორიტეტი, რომელსაც ვერ შევბედავთ, ვერ დავაჯარიმებთ, რომ დაიცვან გარემოს დაცვითი მოთხოვნები. ამიტომ კარგად უნდა დავფქირდეთ, თითოეულ ჩვენს გაკეთებულ არჩევანზე, რა გვინდა ჩვენ, გვინდა ბიძინა ივანიშვილის მორჩილებაში არსებული სამხარეო ადმინისტრაცია, ქალაქის თვითმმართველობა, პარლამენტში ჩვენი წარმომადგენლობა თუ გვჭირდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც დადგებიან ხალხის მხარეს და არ მისცემენ გაზულუქებულ ჩინოვნიკებს რუსთავის ჰაერის მოწამვლისა და მოსახლეობის დაავადების უფლებას,”- განაცხადა დავით კირკიტაძემ.