ნიკოლოზ ბასილაშვილი ვაშინგტონში დაგეგმილ ტურნირზე ითამაშებს

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონაწილეობას ვაშინგტონში დაგეგმილ ტურნირზე მიიღებს. ეს პანდემიის შემდეგ, პროფესიული ჩოგბურთის ასოციაციის (ATP) ორგანიზებული პირველი ოფიციალური შეჯიბრი იქნება .

28 წლის ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 27-ე ადგილზე იმყოფება. იგი უკვე ტურნირის წინასწარ განაცხადშია და თუ არაფერი შეიცვალა ამერიკის დედაქალაქში ნამდვილად ვიხილავთ.

ვაშინგტონში რეიტინგის პირველი ათეულიდან დანილ მედვედევი( მე-5),სტეფანოს ციციპასი (მე-6) და დავიდ გოფინი (მე-10) იასპარეზებენ.

ტურნირის გამართვა 14-21 აგვისტოს იგეგმება.