განათლების მინისტრის მოადგილე-რუსთავის საგამოცდო ცენტრში პროცესი მოწესრიგებულად მიმდინარეობს

 აბიტურიენტები გაგებით ეკიდებიან ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც მოწოდებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ-ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა რუსთავის საგამოცდო ცენტრში განაცხადა. 

განათლების მინისტრის მოადგილე, ნუნუ მიცკევიჩი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე,რუსთავის საგამოცდო ცენტრში ქართლი ენისა და ლიტერატურის გამოცდის მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ. 

ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, ქალაქ რუსთავის  N22-ე სკოლაში  განთავსებულ საგამოცდო ცენტრში  პროცესი მოწესრიგებულად მიმდინარეობს. 

“დღეს გახლავთ ეროვნული გამოცდების მეორე დღე, აბიტურიენტები გაგებით ეკიდებიან ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც მოწოდებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ჩვენი თხოვნა იქნება, რომ აბიტურიენტების გულშემატკვირებმა დაიცვან დისტანცია გარე პერიმეტრზე და ხელი შეუწყონ საგამოცდო პროცესის წარმატებით მიმდინარეობას”, –  განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები ქვეყნის მასშტაბით 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.