ორშაბათს, 20 ივლისს “ქართული ოცნება” წინასაარჩევნო კამპანიას ხსნის და საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს, – ინფორმაციას ამის შესახებ “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს.
პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაფერია პარტიული სიის დაკომპლექტების შესახებ.
“მესმის, რომ გარკვეული ინტერესი და ინტრიგაა, დაველოდოთ ცოტახანი. არანიარი მნიშნელობა არ აქვს ჩემთვის სიის ნომრით რომელი ვიქნები, საერთოდ არანაირი. მაჟორიტარობაზე არ მიფიქრია”, — განაცხადა გახარიამ.
ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები კონსტიტუციის თანახმად, ოქტომბრის ბოლო შაბათს უნდა გაიმართოს. თუმცა, თარიღი ჯერ ოფიციალურად გამოცხადებული არ არის.