პერფორმანსი “168”-რუსთავის პარკის ვოლიერებში მხატვრები მუშაობენ

საგნები და ადგილები,რომლებიც მრავალი წელია უფუქნციოდ დარჩენილია შესაძლოა ,ახალი კონცეფციით იმაზე საინტერესო აღმოჩნდეს, ვიდრე ეს ერთი შეხვედით  ჩანს-რუსთავის პარკში პროექტი “168” მიმდინარეობს. 

ქალაქის ცენტრალურ პარკში ყოფილი ზოოპარკის ტერიტორიაზე, დაცარიელებული ვოლიერებიც ყურადღების მიღმა  უკვე წლებია არის.  პერფორმანსში სახელწოდებით, „168“ თავდაპირველად 9 რუსთაველი მხატვარი ჩაერთო და ვოლიერები 7 დღით სამხატვრო სივრცედ გადააქცია.

იდეის ავტორი და ორგანიზატორი დავით დოთიაშვილი  Tv4-თან ყვება ,რომ მის ინიციატივას მიმდევრები მალევე გამოჩნდნენ და პროექტის პირველ ეტაპზე რამდენიმე მხატვარი პერფორმასნსში საკუთარი ინიციატივით ჩაერთო.

 

 

შემოქმედებით პროცესში მხატვრებს განსაკუთრებულ სტიმულს ბუნებასთან კავშირი აძლევთ. როგორც თავად ამბობენ, პარკში მისული რუსთაველები პროექტში მოხალისეობრივად ერთვებიან და ალტერნატიულ სივრცეში საკუთარი შტრიხებიც შეაქვთ. პარკის ვოლიერებში დროებით გადასული შემოქმედები ამბობენ, რომ  ხელოვნება თავისუფლებაა, თავისუფლება კი შინაგანი მოცემულობა, რომლის პოვნაც  ადამიანს ნებისმიერ სივრცეში შეუძლია.

 

4 დღეა პარკის ვოლიერებში, 11 მხატვარი მუშაობს. შემოქმედებმა ამ დროისთვის ალტერნატიული სივრცე სრულად აითვისეს. შემოქმედებითი საქმიანობისთვის აქ მხატვრები კიდევ 3 დღეს დაჰყოფენ.