კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ რუსთავში პირველი ველომსვლელობა მოეწყო.
ტრადიციულ ველომსვლელობას მასშტაბური ხასიათი ჰქონდა და დღეს ღონისძიებაში მონაწილეთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. მსვლელობა, რომელშიც 100-ზე მეტი ველომოყვარული ჩაერთო, ქალაქის შემოსასვლელიდან დაიწყო და მერიის წინ მდებარე “თავისუფლების მოედანზე” საქველმოქმედო აქციით დასრულდა.
ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორისა და ასოციაცია “რუსთავველოს” დამფუძნებლის, გიგა ძულიაშვილის განცხადებით, რუსთაველმა ველომოყვარულებმა სოციალური აქცია 7 წლის ნატალის დასახმარებლად გამართეს, რომელსაც უმძიმესი დიაგნოზი ოსტეოგენული სარკომა დაუდგინდა.
სოციალური აქციის ფარგლებში მერიის წინ შეკრებილ აუდიტორიას მუსიკალური ნომრების მოსმენის შესაძლებლობა ჰქონდათ.
კიდევ ერთხელ ვავრცელებთ, ოჯახის წევრების ანგარიშის ნომერებს, რომელზეც სურვილის შემთხვევაში თანხის გადარიცხვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
საბანკო რეკვიზიტები: № GE58LB0711173776535001 თინათინ ალადაშვილი (დედა) № GE95TB7767645064300011 თამარ ალადაშვილი(დეიდა).
ასევე დარეკეთ ნებისმიერი ოპერატორიდან 0 901 700 177.