პოლიციამ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიცის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე განზრახ მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, ფოთში სამი პირი დააკავეს.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ბრალდებულებმა, თანმხლებ პირებთან ერთად, 1976 წელს დაბადებულ ვ.ტ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. უგონო მდგომაროებაში მყოფი ვ.ტ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც იგი მალევე გარდაიცვალა.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.