რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე გამართული რეფერენდუმის ხმათა თითქმის 100% დათვლილია. ბოლო მონაცემებით, ცვლილებებს მხარი 77,93%-მა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 21,26% წავიდა.
ცვლილებები ვლადიმირ პუტინს საპრეზიდენტო ვადებს უნულებას 2024 წლისთვის, რაც საშუალებას მისცემს, კიდევ ორი ვადით – 2036 წლამდე დარჩეს ხელისუფლებაში.
ხმის მიცემა 1 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. კრიტიკოსები პროცესში უამრავ დარღვევაზე მიუთითებდნენ. კონსტიტუციის ახალი ვერსიები კი წიგნის მაღაზიებში ცვლილებების მიღებამდე გამოჩნდა.
რეფერენდუმი ფორმალურად ცვლილებების ლეგიტიმაციის საბაბით ჩატარდა.