საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე აცხადებს, რომ დღეს გამოქვეყნდება რეკომენდაციები, რომლის დაცვაც მოუწევთ სპორტულ დარბაზებსა და აუზებს, რათა მათ მუშაობის განახლება შეძლონ.
მისივე თქმით, რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნება ადაპტირებული იმ რეალობასთან და გამოწვევებთან, რაც დღეს სექტორში არსებობს.
ბექა ფერაძემ ისაუბრა რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რომელიც, მისივე განმარტებით, ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია.
„მოგეხსენებათ, დღევანდელ საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება სპორტდარბაზებისა და აუზების გახსნის შესახებ. დღეს გამოქვეყნდება რეკომენდაციები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი იქნება ყველა ის პროტოკოლი, რომელიც უნდა დაიცვან ოპერირების პროცესში ამ სექტორის წარმომადგენლებმა.
რეკომენდაციები იქნება მაქსიმალურად ადაპტირებული იმ რეალობაზე და გამოწვევებზე, რომელიც დღეს სექტორში არსებობს. მოკლედ მოგახსენებთ რეკომენდაციების შესახებ, რომლებიც ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია და დღის განმავლობაში გამოქვეყნდება: ყოველ 6 კვადრატულ მეტრზე მოხდება ერთი ადამიანის დაშვება.
ვენტილაციას მიენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში. უპირატესობა ენიჭება ბუნებრივ ვენტილაციას, ხოლო, ხელოვნური ვინტილაციის არსებობის შემთხვევაში, ნომინალურ სიჩქარეზე უნდა იყოს გადართული. შესაბამისი პროტოკოლი და წესი იქნება ამ კუთხით დადგენილი.
დალაგების შემდგომ ორპირი ქარის პრინციპით უნდა მოხდეს განიავება, საშხაპეები უნდა იყოს შესაბამისი ტიხრებით გამოყოფილი ერთმანეთისგან, ასევე კარადები უნდა იყოს გამოტოვებული ერთის მეშვეობით თითოეული ადამიანისთვის, პირსახოცები უნდა იყოს ერთჯერადი შეფუთვით. წესდება ლიმიტი ჯგუფური ვარჯიშის განხორციელებისას, არა უმეტეს 10 ადამიანით მოხდება პროცედურის წარმართვა.
რაც შეეხება აუზებს, ამ შემთხვევაში წყლის ლაბორატორიული კვლევა იქნება კოლიბაქტერიებზე მოთხოვნა და რაიმე გადახრის დაფიქსირების შემთხვევაში უკვე სრულფასოვანი მიკრობიოლოგიური კვლევა განხორციელდება. შეზლონგებზე აკრძალულია შეწოვადი, რბილი მასალების გამოყენება და უნდა ხდებოდეს შეზლონგების დეზინფექცია ყოველი გამოყენების შემდგომ“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.
საცურაო აუზებისა და სპორტდარბაზების შემოწმება ხვალიდან დაიწყება, ობიექტები, რომლებიც ინსპექტირებას გაივლიან, დაუყოვნებლივ შეძლებენ ფუნქციონერების განახლებას