როგორია დავით გარეჯის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულების მდგომარეობა?!

დავით გარეჯის ქუჩაზე დაშავებული ასაკოვანი ქალი თბილისში შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ TV4-ს რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში აცნობეს. 

როგორც ქალაქის საავადმყოფოში აცხადებენ, ქალს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. მათ შორის, თავის, კისრისა და კიდურების არეში. 

რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულ მეორე ქალბატონს, მისი მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. ამ დროისათვის ექიმები ქალის სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერის საკითხს განიხილავენ. 

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დღის მეორე ნახევარში რუსთავში,დავით გარეჯის ქუჩაზე მოხდა.