როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს?!-ექიმების რეკომენდაციები

  ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად ,ჰაერის ტემპერატურამ მკვეთრად მოიმატა. სინოპტიკოსები დღეს, 7 ივლისს, დასავლეთ საქართველოში 42 გრადუს ტემპერატურას ვარაუდობდნენ.გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ,დღის განმავლობაში,რუსთავში 38 გრადუსი ფიქსირდებოდა.

როგორც რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს თერაპევტმა, ჯემალ თაბუკაშვილმა TV4 -ს განუცხადა, მაღალი ტემპერატურის პირობებში მთავარი რეკომენდაცია დღის განმავლობაში გარეთ გასვლისგან თავის შეკავება და ბევრი სითხის მიღებაა.

ექიმის განმარტებით, ზაფხულში პრაქტიკაში მიღებული ცივი წყლის დალევა რეკომენდებული არ არის და უმჯობესია ნებისმიერი სითხე, რომელსაც ადამიანი იღებს ოთახის ტემპერატურის იყოს.

სპეციალისტების ცნობით,  მაღალი ტემპერატურის მიმართ მოწყვლადი ჯგუფები 10-11 წლამდე ბავშვები და 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები არიან, რისკ-ჯგუფებად მიიჩნევიან, ასევე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ენდოკრინული და ნერვული დაავადების მქონე პაციენტები.

ექიმის რჩევით იმ ადამიანებმა, რომლებსაც დღის განმავლობაში დახურული სივრციდან გარეთ გამოსვლა უწევთ, საჭიროა, ქოლგა, ან სხვა დამცავი საშუალება გამოიყენონ.