როდიდან განახლდება მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის რეგულარული ფრენები?!

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიუნხენი – თბილისი – მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება. ფრენებს გერმანული ავიაკომპანია Lufthansa შეასრულებს.

“აღნიშნულის თაობაზე, უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს  სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიას შორის” – წერია განცხადებაში.

ავიარეისები Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:

• მიუნხენი – თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
• თბილისი – მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.