მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევები დასრულდა. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების გამო, მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევა მიმდინარე წლის 23 მაისიდან გაახლდა და 27 ივნისამდე გაგრძელდა.
რუსთავის მუნიციპალიტეტის სამხედრო გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელის მიხელ თათარაძის ინფორმაციით, რუსთავიდან საგაზაფხულო გაწვევის ფარგლებში, ჯამში 111 წვევამდელი გაიწვიეს.
წვევამდელები, კომისიის გავლის შემდეგ, სხვადასხვა უწყებებში გადანაწილდნენ. კერძოდ, რუსთავიდან გაწვეული მოქალაქეები,სამხედრო სავალდებულო სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს შეაიარაღებულ ძალებში,პენიტენციურ სისტემაში და შინაგან საქმეთა სამინსიტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში გაივლიან.
ორი წვევამდელი ალტერნატიულ სამსახურში გადანაწილდა.