რუსთავის მაჟორიტარობისათვის ბესო ჩუბინიძე პარტია ქართული ფესვების სახელით იყრის კენჭს.
პარტიამ ხუთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.
პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზემო აჭარაში ზურაბ ცინცქილაძე იქნება, ქუთაისში – ნათია ჯიმშერეიშვილი, რაჭა-ლეჩხუმში – ნოდარ ლიპარტელიანი, ხოლო გურიაში გურამ კვაშალი.
ცნობისთვის, პარტია ქართული ფესვები 2020 წლის თებერვალში ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა დააარსეს.