გარემოსდაცვით საკითხებზე მუნიციპალიტეტსა და მესამე სექტორს შორის მემორანდუმი გაფორმდა

  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტსა და ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს“  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების ხელმძღვანელმა ნინო ჩხობაძემ მოაწერეს ხელი.

მუნიციპალიტეტსა და მესამე სექტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება რუსთავის  ტერიტორიაზე, გარემოსდაცვითი ღონისძიებების ერთობლივ გატარებას, გარემოს დაბინძურებისა და რისკების შემცირებისკენ მიმართული ქმედებების განხორციელებას ისახავს მიზნად.

ღონისძიების ფარგლებში მხარეებმა რუსთავში, როგორც ინდუსტრიულ ქალაქში, ეკოლოგიის საკითხებისა და გრძელვადიან პერსპექტივაში მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.