რუსთავის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს

 რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ა (ა) იპ-ებში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. Tv4-ის ინფორმაციით, რეორგანიზაციის პროცესი ქალაქის მერიის ყველა ა (ა) იპ-ში  მიმდინარეობს. 

როგორც Tv4-ს რუსთავის მერიაში განუცხადეს, პროცესი დაახლოებით ორი თვის წინ დაიწყო და პირველ ეტაპზე , რეორგანიზაცია ა(ა)იპ რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განხორციელდა, სადაც როგორც უკვე ცნობილია, კადრების გარკვეული როტაცია მოხდა.  ცნობისთვის,აღნიშნულის შესახებ Tv4-მა ინფორმაცია ექსკლუზიურად გაავრცელა. 

ამასთან, როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რეორგანიზაციის პროცესში, სამსახურის გარეშე არცერთი თანამშრომელი არ დარჩება.

რეორგანიზაციას რუსთავის მერიაში სტრუქტურის დახვეწის მიზნით ხსნიან. მათვე ცნობით ,პროცესი თანამშრომლების შემცირებას არ ითვალისწინებს.