რუსთავის საგამოცდო ცენტრში, მათემატიკის გამოცდის მეორე სესიაზე რეგისტრირებული 297 აბიტურიენტიდან, გამოცდაზე 15 აპლიკანტი არ გამოცხადდა. ამის შესახებ Tv4-ს რუსთავის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა, ზვიად მურადაშვილმა განუცხადა.
მისივე ცნობით, არ ყოფილა გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევები.
ცნობისთვის,ეროვნული გამოცდა ორი დღის განმავლობაში,თითო სესიად ტარდება. ხვალიდან ეროვნული გამოცდები ბიოლოგიის გამოცდებით გაგრძელდება.