რუსთავის საგამოცდო ცენტრში, ბიოლოგიის გამოცდის პირველ სესიაზე 9 აბიტურიენტი არ მივიდა

რუსთავის საგამოცდო ცენტრში, ბიოლოგიის გამოცდის პირველ სესიაზე რეგისტრირებული 170 აბიტურიენტიდან, გამოცდაზე 9 აპლიკანტი არ გამოცხადდა. ამის შესახებ Tv4-ს რუსთავის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა, ზვიად მურადაშვილმა განუცხადა.

მისივე ცნობით, არ ყოფილა გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევები. 

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს, სამოქალაქო განათლების გამოცდით დარსულდება.