რუსთავის საგამოცდო ცენტრში უცხო ენების გამოცდაზე 16 აბიტურიენტი არ მივიდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქვეყნის მასშტაბით უცხო ენების გამოცდით გრძელდება.

რუსთავის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ზვიად მურადაშვილის განცხადებით, დღეს რუსთავში უცხო ენების გამოცდის პირველ სესიაზე რეგისტრირებული 309 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 16 არ გამოცხადდა. აქედან ერთერთმა გამოსაცდელმა დააგვიანა, რომელიც საგამოცდო პროცესის წესების მიხედვით, გამოცდაზე არ დაიშვა.

მისივე ინფორმაციით, უცხო ენების გამოცდა ორ-ორ სესიად, 19 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. პირველ სესიაზე გამოსაცდელები ინგლისურისა და რუსული ენის გამოცდას აბარებდნენ. საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. 

TV4-თან საუბრისას აბიტურიენტები აღნიშნავენ, რომ პირველი ვარიანტი საშუალო სირთულის იყო და შედარებით რთული მათთვის მხოლოდ ესეს დაწერა აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება.

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძვანელის, სოფო გორგოძის ინფორმაციით, უცხო ენების გამოცდის დილის სესიაზე მისულ რამდენიმე აბიტურიენტს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა და ისინი  გამოცდას სარეზერვო სექტორში   აბარებენ