რუსთავის საგამოცდო ცენტრში უცხო ენების გამოცდაზე 21 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

 მეორე დღეა,ერთიანი ეროვნული გამოცდები ქვეყნის მასშტაბით უცხო ენების გამოცდით გრძელდება.

რუსთავის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ზვიად მურადაშვილის განცხადებით, დღეს რუსთავში უცხო ენების გამოცდის პირველ სესიაზე რეგისტრირებული 307 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 21 არ გამოცხადდა.

მისივე თქმით, დღეს, პირველი სესიისათვის რეგისტრაციის პროცესზე დაგვიანების ფაქტი არ ყოფილა და გამოცდა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ უცხო ენების გამოცდა 19 ივლისის ჩათვლით, ორ-ორ სესიად ჩატარდება.