ერთიანი ეროვნულ გამოცდები მესამე დღეა უცხო ენების გამოცდით გრძელდება. რუსთავის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ზვიად მურადაშვილის განცხადებით, დღეს რუსთავში უცხო ენების გამოცდის პირველ სესიაზე რეგისტრირებული 308 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 24 არ გამოცხადდა. მისივე ცნობით, გამოცდის პირველ სესიაზე არც ერთ აპლიკანტს დაუგვიანია.
გამოცდა დღესვე უცხოური ენების მეორე სესიით გაგრძელდება – რუსთავის საგამოცდო ცენტრში მეორე სესიაზე 307 აბიტურიენტია რეგისტრირებული.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალიდან უნარების გამოცდით გაგრძელდება.