ერთიანი ეროვნული გამოცდები ზოგადი უნარების გამოცდით გაგრძელდა.
დღეს ზოგადი უნარების გამოცდა ქვეყნის მასშტაბით მოწყობილ ყველა საგამოცდო ცენტრში ორ-ორ სესიად გაიმართა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რუსთავის საგამოცდო ცენტრში, ზოგადი უნარების ორივე სესიაზე ჯამში 672 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული.
პირველ დღეს რეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე 41 არ გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდა ზოგად უნარებში ორი დღის განმავლობაში გრძელდება და გამოცდა ხვალაც ორ სესიად ჩატარდება.