რუსთავის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 307 აბიტურიენტიდან,ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 14 გამოსაცდელი არ გამოცხადდა. ამის შესახებ TV4-ს რუსთავის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა ზვიად მურადაშვილმა განუცხადა.
მისივე ცნობით, ცენტრში მისულ რამდენიმე აბიტურიენტს ტემპერატურა 37,1-დან 37,2 გრადუსამდე დაუფიქსირდა, თუმცა რეკომენდაციების თანახმად, გარკვეული დროის შემდეგ აბიტურიენტებს თერმოსკრინინგი კიდევ ერთხელ ჩაუტარეს და მათ ტემპერატურა აღარ აღენიშნებოდათ.შესაბამისად, ყველა აბიტურიენტი გამოცდაზე დაიშვა.
ცნობისთვის,ერთიანი ეროვნული გამოცდები , ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.