რუსთავის საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე დღეს 11 აბიტურიენტი არ გამოცხადდა. რუსთავის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის ზვიად მურადაშვილის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ჯამში 309 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული.
მისივე ცნობით, არ ყოფილა დაგვიანების შემთხვევა,თერმოსკრინინგის გავლის პროცესში, ტემპერატურა არცერთს აბიტურიენტს არ დაუფიქსირდა.
შეგახსენებთ,ეროვნული გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ექვს სესიად ტარდება, დღეს მესამე სესია მიმდინარეობს.