რუსთავის ცხელების ცენტრის პაციენტების ტესტის პასუხები კორონავირუსზე ცნობილია

რუსთავის ცხელების ცენტრის ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ Tv4-ს რუსთავის ცხელების ცენტრის ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ადგილობრივმა სპეციალისტებმა პაციენტების ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნეს და პასუხები დღეს გახდა ცნობილი. 

ამასთან, ცენტრში კიდევ შვიდი პაციენტია მოთავსებული,რომლებსაც ეპიდემიოლოგები 24 საათის განმავლობაში გამოიკვლევენ და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.