რუსთავის ცხელების ცენტრში COVID-19-ზე პასუხს 6 პაციენტი ელოდება

რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებული 6 პაციენტი კორონავირუსზე ტესტის პასუხს ელოდება – როგორც ცენტრში TV4-ს განუცხადეს, ადგილობრივმა მედიკოსებმა მათი ბიოლოგიური ნიმუში უკვე აიღეს და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნეს.

რუსთავის ცხელების ცენტრის ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ინფორმაციით, ცენტრში მოთავსებული ექვსივე პაციენტი რუსთავის მაცხოვრებელია. მათი პასუხები კორონავირუსზე ხვალ გახდება ცნობილი.