რუსთავის ცხელების ცენტრის 6 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრის 6 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – ამის შესახებ TV4-ს რუსთავის ცხელების ცენტრის ეპიდემიოლოგმა, მაია რაზმაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, პაციენტების ბიოლოგიური ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნეს და პასუხები დღეს დილით გახდა ცნობილი. ცხელების ცენტრში მოთავსებული 6 პაციენტიდან COVID-19 არცერთ პაციენტს არ დაუდასტურდა.

როგორც მაია რაზმაძემ TV4-ს განუცხადა,  დღეს ცენტრში სამი ახალი პაციენტია მოთავსებული. სამივე პაციენტი რუსთაველია. სპეციალისტები ახალ პაციენტებს ტესტს კორონავირუსზე დღის განმავლობაში ჩაუტარებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან. ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.