რუსთავის ცხელების ცენტრის 4 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – ამის შესახებ TV4-ს რუსთავის ცხელების ცენტრის ეპიდემიოლოგმა, მაია რაზმაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, პაციენტების ბიოლოგიური ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნეს და პასუხები დღეს დილით გახდა ცნობილი.
როგორც მაია რაზმაძემ TV4-ს განუცხადა, დღეს ცენტრში სამი ახალი პაციენტია მოთავსებული და სამივე რუსთაველია. ეპიდემიოლოგები სამივე პირს 24 საათის განმავლობაში გამოიკვლევენ.