რუსთავის ცხელების ცენტრის 7 პაციენტს COVID-19 არ დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრის 7 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს. პაციენტების ბიოლოგიური ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნეს და პასუხები დღეს გახდა ცნობილი.

როგორც ცხელების ცენტრში აცხადებენ, სამედიცნო დაწესებულებაში ამ დროისთვის კიდევ 11 ახალი პაციენტია მოთავსებული, რომლებსაც კორონავირუსზე დღის განმავლობაში გამოიკვლევენ. მათი ტესტების პასუხები COVID19-ზე ხვალ გახდება ცნობილი.