რუსთავის ცხელების ცენტრში საკარანტინე სივრციდან გადაყვანილ ქალს კოვიდ19 დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრში საკარანტინე სივრციდან გადაყვანილ ქალს კოვიდ19 დაუდასტურდა.ამის შესახებ ტვ4 ცხელების ცენტრში დაუდასტურეს.

 40 წლამდე ქალი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა საქართველოში რუსეთიდან არის შემოსული. ის საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა.  

რუსთავის ცხელების ცენტრში ანალიზები ადგილობრივმა სპეციალისტებმა აუღეს. პასუხები გვიან ღამით გახდა ცნობილი. ამ დროისათვის ქალი თბილისში კოვიდის მიმღებ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. 

ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის განცხადებით, ამ დროისათვის ცხელების ცენტრში 2 პაციენტია მოთავსებული. ორივე მათგანი რუსთაველია. პაციენტებს ტესტები კორონავირუსზე უკვე აუღეს. პასუხები პროტოკოლის თანახმად 24 საათში გახდება ცნობილი.