რუსთავის ცხელების ცენტრში პაციენტს COVID-19 დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრში პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ ინფორმაციას ცხელების ცენტრის ეპიდემიოლოგი, მაია რაზმაძე ადასტურებს.

პაციენტი ასაკოვანი ქალია და ის სამედიცინო დაწესებულებაში საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს.

TV4-ის ინფორმაციით, დადასტურებული შემთხვევა იმპორტირებულია და სომხეთში მოგზაურობას უკავშირდება. მაია რაზმაძის განცხადებით, პაციენტი ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მისივე თქმით, დღეს რუსთავის ცხელების ცენტრში 3 ახალი პაციენტია მოთავსებული. აქედან 2 რუსთაველია, ერთი კი თბილისელი. ადგილობრივი სპეციალისტები მათ COVID19-ზე 24 საათის განმავლობაში გამოიკვლევენ.