რუსთავის ცხელების ცენტრის პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ცხელების ცენტრში Tv4-ს განუცხადეს, ახალი შემთხვევა საზღვრის კვეთას უკავშირდება და კოვიდინფიცირებული პირი სამედიცინო დაწესებულებაში რუსთავის საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს.
ამ დროისთვის პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება.
ცხელების ცენტრის ეპიდემიოლოგის , მაია რაზმაძის ცნობით, ცენტრში გუშინ გამოკვლეული პირებიდან, ცხრას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ამასთან,სამედიცინო დაწესებულებაში კიდევ ოთხი პირია მოთავსებული,რომლებსაც ეპიდემიოლოგები 24 საათის განმავლობაში გამოიკვლევენ.