რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებულ 65 წლის ქალს კოვიდ19 დაუდასტურდა.ამის შესახებ “TV4-ს” ცხელების ცენტრში დაუდასტურეს.
ქალი ე.წ. გაჩინის დასახლებიდან გუშინ ცხელების სიმპტომატიკით ცხელების ცენტრში გადაიყვანეს.
ანალიზები ადგილობრივმა სპეციალისტებმა აუღეს და ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნეს. პასუხები კოვიდ19-ზე დადებითი აღმოჩნდა. ამ დროისათვის პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, კოვიდ19 არ დაუდასტურდა ცხელების ცენტრის კიდევ 15 პაციენტს. მათ სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვეს.
ამ დროისათვის რუსთავის ცხელების ცენტრში 3 პაციენტია მოთავსებული. სამივე მათგანი რუსთაველია და ისინი ცენტრში ბინიდან სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა გადაიყვანეს.