რუსთავის ცხელების ცენტრის 4 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს. პაციენტების ბიოლოგიური ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნეს და პასუხები დღეს გახდა ცნობილი.
როგორც ცხელების ცენტრში აცხადებენ, სამედიცინო დაწესებულებაში ამ დროისთვის კიდევ 4 ახალი პაციენტია მოთავსებული, რომლებსაც კორონავირუსზე დღის განმავლობაში გამოიკვლევენ. მათი ტესტების პასუხები COVID19-ზე ხვალ გახდება ცნობილი. ეპიდემიოლოგის მაია რაზმაძის ცნობით, 3 მათგანი რუსთავის მკვიდრია, ხოლო ერთი გორიდანაა.