რუსთავის ცხელების ცენტრის 6 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს. პაციენტების ბიოლოგიური ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნეს და პასუხები დღეს გახდა ცნობილი.
ცხელების ცენტრის ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში ამ დროისთვის კიდევ 2 ახალი პაციენტია მოთავსებული. მათგან ერთერთი გაჩიანის მკვიდრია, მეორე კი რუსთავის. ახალ პაციენტებს კორონავირუსზე დღის განმავლობაში გამოიკვლევენ. მათი ტესტების პასუხები COVID19-ზე ხვალ გახდება ცნობილი.