რუსთავის ცხელების ცენტრში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ TV4-ს რუსთავის ცხელების ცენტრში განუცხადეს.
ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, ინფიცირებული შუა ხნის ქალია. მისივე ინფორმაციით, ინფიცირებული ქალი გაჩიანის მკვიდრის, 65 წლის ქალის კონტაქტია, რომელსაც ვირუსული ინფექცია 14 ივლისს დაუდასტურდა. კოვიდინფიცირებული პაციენტი თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს.
ცხელების ცენტრში კორონავირუსზე სულ 6 პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებოდნენ – ხუთ მათგანს ვირუსული ინფექცია არ დაუდასტურდა.
მაია რაზმაძის ცნობით, ცენტრში დღეს კიდევ 3 ახალი პაციენტი მოათავსეს. მათ კორონავირუსზე 24 საათის განმავლობაში გამოიკვლევენ.