რუსთავის ცხელების ცენტრში საკუთარი ტესტის პასუხს კოვიდ-19-ზე 4 პაციენტი ელოდება. ამის შესახებ ტვ4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს.
ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, პაციენტებს ბიოლოგიური საკვლევი ნიმუში უკვე აუღეს და ტესტებს ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან. პასუხები პროტოკოლის თანახმად, 24 საათში გახდება ცნობ ილი.
მისივე თქმით, ამ დროისათვის ცენტრში მოთავსებული ყველა პაციენტი რუსთაველია და ისინი სამედიცინო დაწესებულებაში ბინიდან არიან გადაყვანილები.
ცნობილია, ასევე, გუშინ გადაგზავნილი 6 პაციენტის ტესტის პასუხი. კოვიდ19 არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.
პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვეს და მათ თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცათ.