რუსთავის ცხელების ცენტრში გამოკვლეულ 3 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს. პაციენტების საკვლევი მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნეს და არც ერთ მათგანს ვირუსული ინფექცია არ დაუდასტურდა.
ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, ამ დროისთვის რუსთავის ცხელების ცენტრში კიდევ 2 ახალი პაციენტია მოთავსებული. მისი ინფორმაციით, პაციენტები რუსთავის მკვიდრი არიან. მედიკოსები კორონავირუსზე მათაც გამოიკვლევენ და პასუხები ვირუსულ ინფექციაზე 24 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.